09:26    2026-04-02
ჰადისი თხის მიერ შეჭმულ ფოთლებზე.


კითხვა: ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე ჰადისი სადაც ეწერა რომ თხამ თითქოს ყურანის ნაწილი შეჭამაო. ჰადისი გამოქვეყნებული იყო მუსლიმებისა და ქრისტიანების კამათის დროს. მინდა ვიცოდე რას ნიშნავს ეს ჰადისი?

პასუხი:

დიდება ალლაჰს.

პირველი: კითხვაში ნახსენები ჰადისის დეტალური შემოწმებაა საჭირო. არ არის საკმარისი ზოგადი და პირადი შეხედულების საფუძველზე გაცემული პასუხი. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ კითხვის ავტორი შეისწავლის და ყურადღებას მიაქცევს თუ როგორ მივაკვლიოთ ჰადისის სხვადასხვა ვერსიას, გადმომცემთა სხვადასხვა ჯაჭვით.

ჰადისის ყველა ვერსია დაფუძნებულია გადმომცემთა შემდეგ ჯაჭვზე: აბდულლაჰ იბნ აბი ბაქრ იბნ ჰაზიმი, 'ამრატ ბინთ 'აბდ არ რაჰმანი და 'აიშა (რომელზეც მთავრდება ჯაჭვი და არ მიდის შუამავლამდე).

ჰადისი აღებულია აბდულლაჰ იბნ აბი ბაქრისგან, რომელიც რამენიმე მთხრობელის მიერაა გადმოცემული:

1. გადმოცემულია იაჰია იბნ საიდ ალ-ანსარის მიერ. მის ვერსიაში ნათქვამია: ყურანში მოევლინა, რომ საჭიროა ათჯერ ძუძუთი კვება (რომ ძუძუთი მკვვებავის შვილი ჩაითვალოს ძუძუმტედ), შემდეგ გაირკვა რომ საკმარისი ყოფილა ხუთჯერ ძუძუთი კვება." ეს გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ საჰიჰში (1452)

შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამ ვერსიაში არაფერია ნათქვამი თხის ან ცხვრის შესახებ, რომელიც ჭამდა ყურანის ფურცლებს.

2. გადმოცემულია იმამ მალიქისგან, რომლის ვერსიაში ნათქვამია: ყურანში გამოცხადებული იყო დადგენილება, რომ ათჯერ ძუძუთი კვება იყო საჭირო მაჰრამად ჩათვლისთვის, შემდეგ ეს გაუქმდა, და შეიცვალა ხუთჯერ ძუძუთი კვებით.  (ქითაბ ალ-რიდა 17)

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმამ მალიქის გადმოცემაში არ არის ნახსენები თხის ან ცხვრის შესახებ, რომელიც ჭამდა ყურანის ფურცლებს.

3. გადმოსცა მუჰამმად იბნ ისჰაყმა. მის ვერსიაში ნათქვამია: ყურანში ათჯერ გამოცხადდა ზრდასრული ადამიანის ჩაქოლვისა და ძუძუთი კვების აიათი და იგი ეწერა ფოთოლზე, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, ბალიშის ქვეშ. როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ავად გახდა, ჩვენ მისი მდგომარეობით ვიყავით დაკავებულნი და ჩვენი პატარა ცხოველი შემოვიდა და შეჭამა.
(ეს მოთხრობილია იმამ აჰმადის მიერ მუსნადში 43:343)

და იბნ მაჯას სუნანში (1944). ბოლო ვერსია ამბობს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაიცვალა, ჩვენ მისი სიკვდილით ვიყავით დაკავებულნი და ცხვარი შემოვიდა და შეჭამა იგი'

როგორც ხედავთ, ამ ვერსიაში მოხსენიებულია უცნაური ფრაზა, რომელიც დამატებით არის ორი იმამის, იაჰია იბნ საიდ ალ-ანსარის და მალიქ იბნ ანასის მიერ. სწორედ ეს ჰადისია რომელიც კითხვის ავტორმა მოიხსენია თავის კითხვაში. ჰადისის ამ ვერსიაში ნათქვამია, რომ ცხვარი შევიდა და შეჭამა ფოთოლი, რომელზეც ეწერა ჩაქოლვისა და ძუძუთი კვების აიათი. ჰადისის მკვლევარების თანახმად, ეს ჰადისი არის სუსტი და არ ითვლება მტკიცებულებად. ჰადისის მკვლევართა აზრით, ნებისმიერი გადმოცემა, რომელიც სანდო ჰადისებს ეწინააღმდეგება თავისი შინაარსით და ითვლება უცნაურად, ის ჰადისი მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ეს არის ისლამის აკადემიური პრინციპი.

სუფიან ას-საურიმ თქვა:  იაჰია იბნ საიდ ალ-ანსარი, მედინის მაცხოვრებლების აზრით, უფრო მაღალი სტატუსის იყო ჰადისის სფეროში ვიდრე აზ-ზუჰრი. ალი იბნ ალ-მადინი მას განიხილავდა, როგორც ჰადისის ერთ-ერთ ყველაზე სანდო გადმომცემად.

აჰმად იბნ ჰანბალმა თქვა მის შესახებ: ის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია გადმოცემებში.  ვუჰაიბმა თქვა: მე ჩავედი მედინაში და არავის შევხვედრივარ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ თავს კომფორტულად გრძნობდეთ მათ მიერ მოყოლილისგან.  (თაჰდიბ ალ-თაჰდიბ 11:223)

მუჰამმად იბნ ისჰაყი არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო გადმომცემად და მისი გადმოცემები არ მიიღება სანდოდ.
ჰანბალ იბნ ისაყმა თქვა: გავიგონე აბდულლაჰის ნათქვამი: მუჰამმად იბნ ისჰაყის გადმოცემა არ შეიძლება გამოყენებული იყოს მტკიცებულებად.
აბდულლაჰ იბნ აჰმადმა არ გამოიყენა მისი გადმოცემები მტკიცებულებად როდესაც განიხილავდნენ თუ რა იყო სუნნა.

აიუბ იბნ ისჰაყმა თქვა: მე ვკითხე აჰმად იბნ ჰანბელს: აბუ აბდულლაჰ! თუ მუჰამმად იბნ ისჰაყი არის ჰადისის ერთადერთი გადმომცემი, მიიღებ მას? მან თქვა: არა, ვფიცავარ ალლაჰს, რადგან მე მინახავს, რომ იგი აერთიანებს მრავალი გადმოცემის სიტყვებს ერთ ჰადისში და არ ანცალკევებს ერთი ადამიანის მონათხრობს მეორისგან.

იაჰია იბნ მა'ინი მის მიერ გადმოცემულებს სუსტად მიიჩნევდა. ან-ნასაიმ თქვა: ის არ არის ძლიერი: ად-დარაყუტნი ამბობდა: წამყვანი სწავლულები განსხვავებულ აზრზე იყვნენ მის შესახებ და ის არ არის ავტორიტეტი.  (თაჰზიბ ალთ-თაჰრიბ 9:45)

რაც საკითხს უფრო ნათელს გახდის არის ის ფაქტი, რომ ალ-ყასიმ იბნ მუჰამმადმა, ისევე როგორც აბდულლაჰ იბნ აბი ბაქრმა, მუჰამმად იბნ ისჰაყის სიტყვები არც კი განიხილა.

ატ-ტაჰავი მოგვიოთხრობს შარჰ მუშქილ ალ-ათარში (11:846):
მუჰამმად იბნ ხუზაიმამ მოგვითხრო: ალ-ჰაჯჯაჯ იბნ მინჰალმა გადმოსცა:  ჰამმად იბნ სალამამ გვითხრა, ის კი გადმოსცემდა აბდ ურ-რაჰმან იბნ ალ-ყასიმისგან, რომ აიშამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა:  "ყურანში გამოცხადდა და შემდეგ გაუქმდა ის, რომ მაჰრამად ჩაითვლება მაშინ როდესაც ათჯერ მოხდებოდა ძუძუთი კვება. შემდეგ შეიცვალა და დადგინდა ხუთი კვება."

რომ შევაჯამოთ, ამბავი ცხვრის შესახებ, რომელიც ჭამდა ყურანის ფრაგმენტებს აიშას სახლში - არის სუსტი ჰადისი,\ რაც არ მიიღება მტკიცებულებად.

იბნ ყუთაიბამ თქვა: მალიქის მიერ მოთხრობილი ჰადისის ვერსიები განსხვავდება მუჰამმად იბნ ისჰაყის მიერ მოთხრობილისგან, და იმამ მალიქი უფრო ზუსტია გადმოცემებში, ჰადისის მკვლევართა აზრით.  (მუხტალიფ ალ-ჰადისინ გვ 443)

იმამ აჰმადის მუსნადის განმმარტებლებმა თქვეს: მისი ისნადი (ჯაჭვი) არის სუსტი, რადგან ერთადერთი, ვინც ამას ყვებოდა იყო მუჰამმად იბნ ისჰაყი და მისი ტექსტი შეიცავს რაღაც უცნაურს.  (მუ'სასათ არ-რისალა 43:443)

იმის მტკიცება, რომ ყურანის ფრანგმენტი შეჭამა ცხვარმა, სიახლის მიმყოლების გამოგონილი სიცრუეა.  (რუუჰ ალ-მა'ანი 11:140)

ჩვენი რჩევა იქნება, რომ ადამიანმა არაფერი თქვას უცოდინრად, რადგან განკითხვის დღეს, ყველაფერზე აგებს პასუხს და მისი ენა მის წინააღმდეგ დაამოწმებს. დაე ბოლოს იყოს ალლაჰის სიტყვა შეგონებად:


არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ გაქვს. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!  (ისრა 16:36)

და ალლაჰმა უკეთ იცის