ვინც იტყვის - ისლამი ტერორიზმს ქადაგებსო და ბრძანებს მოკვლასო, ისინი არ იცნობენ ისლამის არსს და მის მოწოდებას.
ყურანში წერია: მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდებით, და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ გამოგდევნეს. წნეხში ჩაგდება ხოცვა-ჟლეტაზე უარესია. და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომოთ იქ. ხოლო თუ გხოცავენ - თქვენც დახოცეთ. ასეთია ურწმუნოთა საზღაური. (სურა ბაყარა 2:191)
იბნ ქასირი ამ აიათის თაფსირში წერდა: მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდებით, და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ გამოგდევნეს. - ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენეგრია დახარჯეთ მათთან ბრძოლაში, როგორც ისინი ხარჯავენ მათ ენერგიას თქვენს წინააღმდეგ, და განდევნეთ იმ ტერიტორიებიდან რომლებიდანაც თქვენ გამოგდევნეს, და ეს არის სასჯელის თანასწორობა. ალლაჰი ამბობს: ზღვარს არ გადახვიდეთ. ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. (სურა ბაყარა 2:190)
ეს აიათი ნიშნავს "იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე და ზღვარს ნუ გადახვალთ" აკრძალულის კეთებით.
ამასვე ამბობდნენ იბნ აბბასი, უმარ იბნ აბდულ აზიზი, მუყატილ იბნ ჰაიანი და სხვები. თირმიზი გადმოსცემს ჰადისს, სადაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა:
იბრძოლეთ ალლაჰის სახელით ალლაჰის გზაზე და ებრძოლეთ იმათ, ვინც არიან ურწმუნონი, იბრძოლეთ, მაგრამ ნუ მოიპარავთ, ნუ უღალატებთ, ნუ დაასახიჩრებთ ან ნუ მოკლავთ ბავშვს. (თირმიზი 16:1408)
(მოყვანილია იბნ ქასირის განმარტებიდან)
იგივე სიტუაციაა ბაყარა სურის 192 და 193 აიათების შესახებ. როგორც ვხედავთ აიათიდან, ჰადისიდან და განმარტებიდან გამომდინარე ეს ეხება ბრძოლას და ბრძოლის ველზე მოქმედებას, არათუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში გასაკეთებელ საქმეს, როგორც ამას ამბობენ ისლამის მტრები.
ისლამის მოძულე ხალხს მოჰყავთ ეს აიათები იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოს ისლამი მოუწოდებს, რომ უნდა მოკლა ქრისტიანები და ისინი, ვინც არ მისდევს ისლამს. ეს ტყუილია რომლითაც სურთ ეჭვების დათესვა.
ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფნისას ალლაჰმა გვიბრძანა არამუსლიმებთან შემდეგი საქმე: ალლაჰი არ გიკრძალავთ, რომ მათ, ვინც არ შეგბრძოლებიან რწმენისათვის და ვისაც არ გაუძევებიხარ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე უქმნათ და სამართლიანად მოექცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები. (სურა მუმეჰინე 60:8)
მეორე: ებრძოლეთ იმათ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უკანასკნელი დღე, და არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და არ აღიარებენ ჭეშმარიტ რელიგიას მათგან, ვისაც წიგნი მიეცათ ვიდრე თავისი ხელით გაიღებენ ჯიზიას(ხარკს). იმ დროს როცა იქნებიან დამცირებულნი. (სურა თავბა 9:29)
იბნ ქასირი ამ აიათის განმარტებაში წერდა: წიგნის ხალხმა არ ირწმუნა მუჰამმადი, ისინი ვერ ღებულობენ სარგებელს იქიდან, რაც მოიტანა შუამავალმა. ისინი მიჰყვებიან მათ რელიგიას, რადგან მათ აქვთ მათი იდეები, სურვილები და მათი მამა-პაპის გზა, არ მისდევენ ღმერთის კანონს და აკრძალვებს. ისინი რომ ყოფილიყვნენ მათი რელიგიის ჭეშმარიტი მორწმუნეები, ეს რწმენა, აუცილებლად მიიყვანდა მათ მუჰამმადის რწმენასთან, რადგან ყველა შუამავალი აძლევდა მათ კარგ ცნობას მუჰამმადის შესახებ და უბრძანდებდა მათ, რომ მას გაჰყოლოდნენ. როდესაც მუჰამმადი წარიგზავნა მათთან, მათ არ ირწმუნეს მისი, მაშინ, როცა უკანასკნელი შუამავალია. ისინი არ მიჰყვებიან უწინდელ შუამავლებს. ისინი მისდევდნენ მათ სურილებს და ლტოლვებს. ამიტომაც ალლაჰმა თქვა: ებრძოლეთ იმათ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უკანასკნელი დღე, და არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და არ აღიარებენ ჭეშმარიტ რელიგიას მათგან, ვისაც წიგნი მიეცათ ვიდრე თავისი ხელით გაიღებენ ჯიზიას(ხარკს). იმ დროს როცა იქნებიან დამცირებულნი. (სურა თავბა 9:29)
ეს ძვირფასი აიათი მოევლინა, რათა შეებრძოლონ წიგნის ხალხს მას შემდეგ რაც წარმართები დაამარცხეს, ხალხი შევიდა ალლაჰის რელიგიაში დიდი რაოდენობით, და არაბეთის ნახევარკუძულს მუსლიმები აკონტროლებდნენ. ალლაჰმა უბრძანა მის შუამავალს წიგნის ხალხთან ბრძოლა, იუდეველებთან და ქრისტიანებთან, ჰიჯრიდან ცხრა წლის შემდეგ. და მოამზადა თავისი არმია რომაელებთან საბრძოლველად და მოუწოდა ხალხს ჯიჰადში მონაწილეობაზე დანიშულების ადგილზე. შუამავალმა მისი განზრახვა განაცხადა მედინის გარშემო, რომ შეეკრიბათ ძალები, და შეიკრიბა ჯარი, რომლის რაოდენობაც იყო ოცდაათიათასი (30,000). მედინის ზოგიერთი ბინადარი და ზოგიერთი თვალთმაქცი უკან ჩამორჩა. ის წელი ძლიერი სიცხის და ძლიერი გვალვის წელი იყო. ალლაჰის შუამავალი მოემზადა ბრძოლისGთვის, არმია შამისკენ გაემართა რომაელებთან საბრძოლველად ვიდრე არ მიაღწიეს თაბუქს, სადაც წყაროს გვერდით ოცი დღის განმავლობაში დაბანაკდნენ. შემდეგ მან ალლაჰს მოუხმო გადაწყვეტილების მისაღებად და ისევ, მედინაში დაბრუნდა რადგან ეს იყო რთული წელიწადი და ხალხი დასუსტებული იყო. (იბნ ქასირ)
როგორც ვხედავთ ეს აიათიც და ისტორიაც ეხება უშუალოდ ბრძოლის ველზე ყოფნას, არათუ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, რომლებიც მუსლიმანები არ არიან. მუსლიმანური სახელმწიფო ვალდებულია რომ არამუსლიმი მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
აბუ ბაქრამ გადმოცემს:ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მოკლავს მფარველობაში მყოფ არამუსლიმანს უსამართლოდ, ალლაჰის მისთვის სამოთხეს აკრძალავს. (ნასაი 45:4747)
შემდეგი აიათი: და თუ შეხვდებით იმათ, რომელთაც უარყვეს, დაჰკარით (ხმლით) კისერში, ვიდრე სრულად მოსრავდეთ. და გაამაგრეთ საბელნი. შემდეგ შეიწყალეთ ან გამოსასყიდი აიღეთ, ვიდრე ომი თავის ტვირთებს არ ჩამოიხსნის. (სურა მუჰამმად 47:4) აიათს თუ კარგად დავაკვირდებით გასაგები გახდება, რომ ეს აიათი ომის სიტუაციას ეხება რადგან აიათში წერია: "ვიდრე ომი თავის ტვირთებს არ ჩამოიხსნის." შემდეგი აიათი: ხოლო იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს - დაღუპვა მათ! და ფუჭი ჰქმნა მათი საქმენი. (სურა მუჰამმად 47:8) ამ აიათის განმარტებაში იბნ აბბასს მოჰყავს ჰადისი:
უბედურია მსახური დინარისა, დირჰამისა, კარგი სამოსისა და ფუფუნებისა! იგი კმაყოფილია, როდესაც ნივთიერი სარგებელი აქვს და თუ ვერ მიიღებს წილს, მაშინ ბრაზდება. დაე იყოს იგი გაუხარელი და დაეცეს თავდაყირა! ისე რომ თუ ჩაესო ეკალი, ვერავინ იპოვოს ვინც ამოუღებს!" (იბნ ქასირ)
ამ აიათის იმის არგუმენტად მოყვანა, რომ ისლამი გააკრიტიკონ და ძალადობა მიაწერონ ისლამს ამ აიათის საფუძველზე, არის საღ აზრს მოკლებული და უცოდინრობის გამოვლინება, რადგან მოყვანილი ჰადისი ცხადყოფს აიათის არსს.
შემდეგი აიათი:
დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და მოიკლას ან გაიმარჯვოს, - ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს! (სურა ნისა 4:74)
ეს აიათის ეხება ბრძოლას. ხალხს ვერ გაურკვევია რა განსხვავებაა რწმენისთვის ბრძოლასა და ტერორიზმს შორის. ასეთი სახის ბრალდებას შენ გაიგებ ხშირად იმათგან, რომლებიც ამბობენ - "ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ჩვენი რწმენისთვის და დღემდე ჩვენ ქრისტიანები ვართ"
მაგრამ ამის მიუხედავად მათი რწმენისთვის მებრძოლებს ტერორისტებად არ მიიჩნევენ, არამედ "მოწამეები" არიან, და თუ მუსლიმი იბრძვის მისი რწმენისთვის, მაშინვე ტერორისტი ხდება.
ნებისმიერი აიათი, სადაც წერია ბრძოლაზე, ეხება უშუალოდ ბრძოლის ველზე მყოფ მტერს. თუ ვინმე იტყვის, რომ ისლამი ბრძანებს რომ მოკლან იუდეველები და ქრისტიანები მაშინ, ჩვენ ვკითხავთ:' შუამავალს ჰყავდა იუდეველი მეზობელი მაგრამ მას სიკვდილით არ სჯიდა, და არც რაიმე სახის ზიანს აყენებდა. ასევე მან აკრძალა მღვდლების მოკვლა რომლებიც ეკლესიებში არიან. და თუ ქრისტიანის მკვლელობას გვიბრძანებს ისლამი, მაშინ რატომ აიკრძალა მღვდლის მოკვლა და საერთოდ ქრისტიანების?'
ალლაჰის შუამავალს მედინაში ჰქონდა იმის საკმარისი ძალა რომ ნებისმიერი მტერი დაემარცხებინა, მაგრამ ის არც კი შებრძოლებია ნარჯანელ ქრისტიანებს არაბეთში, რომლებიც გაცილებით სუსტები იყვნენ იმ დროს ვიდრე მუსლიმები...
ისლამის მოწინააღმდეგეებმა ისლამი და მისი არსი არ იციან და მათი უცოდინრობით თავს ირცხვენენ, როცა ჩამოყალიბებულ პასუხს ღებულობენ მათ მიერ მოყვანილ სუსტ არგუმენტებზე.
და ალლაჰმა უკეთ იცის.