00:02    2026-03-23
ბრაზის შეკავება და პატიება

ალლაჰის სიტყვა:

რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი! (სურა ალი იმრანი 3:134)

აბუ დარდამ თქვა: თუ ხალხს გააკრიტიკებ, ისინიც გაგაკრიტიკებენ. თუ მათ მიატოვებ, ისინი არ მიგატოვებენ. თუ მათგან გაიქცევი, დაგეწევიან. და ერთმა კაცმა უთხრა: აბუ დარდა, რას მირჩევ? და უთხრა მას: შეიკავე თავი სხვისი ღირსების შელახვისგან დღეს, რათა აღდგომის დღეს, შენ არ გაღარიბდე. ბრაზს, რომელსაც მორწმუნე აკავებს, ღმერთისთვის ძალიან მოსაწონია. აპატიეთ და ღმერთიც გაპატიებთ. (სიფათუ საფვა 1/310)

ბრაზის შეკავება და პატიება; ორივე მიიჩნევა სულიერი სრულყოფის ნიშნად.

მორწმუნის წარმატება მდგომარეობს არა სხვების კრიტიკაში, არამედ საკუთარი თავის კონტროლში, სხვისი ღირსების დაცვასა და მიტევებაში რადგან სწორედ ეს დაიცავს მას „სულიერი გაღარიბებისგან“ აღდგომის დღეს.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ძლიერი ის კი არ არის, ვინც მოწინააღმდეგეს დაამარცხებს, არამედ ძლიერი ის არის, რომელიც აკონტროლებს თავს მაშინ, როცა გაბრაზებულია. (ბუხარი 6114)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, კაცმა სთხოვა შუამავალს რომ რჩევა მიეცა, შუამავალმა უთხრა: არ გაბრაზდე. კაცმა ჰკითხა (იგივე) ისევ და ისევ, და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა იგივე, "არ გაბრაზდე". (ბუხარი 6116)

ეს მოწოდებები გვასწავლის, რომ ადამიანის ქცევა აუცილებლად უბრუნდება მას: თუ სხვებს გააკრიტიკებ და მათ ღირსებას შელახავ, იგივე შენც დაგიბრუნდება, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში. ამიტომ ისლამი გვასწავლის თავშეკავებას: მორწმუნემ უნდა აკონტროლოს ენა, არ შეეხოს სხვის პატივს და შეიკავოს რისხვა, რადგან ეს არის ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ზნეობრივი მდგომარეობა.

და ალლაჰმა უკეთ იცის