14:25    2026-03-19   



როცა ბაირამი დაემთხვევა ჯუმას


როდესაც ბაირამი (عيد) დაემთხვევა ჯუმა დღეს, ეს საკითხი ერთ-ერთი ცნობილი ფიყის საკითხია, რომელზეც სწავლულებს შორის განსხვავებული აზრები არსებობს. ამის მიზეზია ის, რომ ორივე ლოცვას - ბაირამისასაც და ჯუმასაც - განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისლამში: ბაირამი არის დღესასწაული, ხოლო ჯუმა სავალდებულო შეკრებაა მუსლიმებისთვის.

ამ თემაზე გადმოცემულია მრავალი ჰადისი ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), ასევე საჰაბების პრაქტიკიდან, რაც გვაძლევს სრულ სურათს.

კითხვა: როდესაც ჯუმა დღეს დაემთხვევა ბაირამის დღე, მაშინ სავალდებულოა თუ არა ბაირამის დღეს ჯუმის ლოცვა?

პასუხი: ამ საკითხზე ბევრი ჰადისებია გადმოცემული.

1. ზეიდ ბინ არყამი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ილოცა ბაირამის ლოცვა პარასკევს და ნება დართო გათავისუფლებაზე და თქვა:

مَنْ شَاءَ أَنْ يُصَلِّيَ فَلْيُصَلِّ

ვისაც სურვილი აქვს ილოცოს. (ბულუღ ალ მარამ 379)

2. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:

قَدِ اجْتَمَعَ فِي يَوْمِكُمْ هَذَا عِيدَانِ فَمَنْ شَاءَ أَجْزَأَهُ مِنَ الْجُمُعَةِ وَإِنَّا مُجَمِّعُونَ

ორი ბაირამი ერთად დადგა ამ დღეს, ვისაც არ სურს ჯუმაზე დასწრება, მისთვის ბაირამის ლოცვა საკმარისია, თუმცა ჩვენ ვასრულებთ ჯუმას. (აბუ დავუდი 1073)

3. იბნ უმარი გადმოსცემს: ორი ბაირამი ერთ დღეს დაემთხვა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დროს და მან მიმართა ხალხს შემდეგი სიტყვებით:

مَنْ شَاءَ أَنْ يَأْتِيَ الْجُمُعَةَ فَلْيَأْتِهَا وَمَنْ شَاءَ أَنْ يَتَخَلَّفَ فَلْيَتَخَلَّفْ

ვისაც სურს ჯუმაზე მოსვლა მოვიდეს, და ვისაც სურს უკან დარჩეს, მაშინ დარჩეს. (იბნ მაჯა 1312)

4. ათა იბნ აბი რაბაჰმა თქვა: იბნ აზ-ზუბაირი გაგვიძღვა ლოცვაში ბაირამის დღეს დილით, პარასკევს. და როდესაც ჩვენ წავედით ჯუმის სალოცავად, ის ჩვენთან ერთად არ წამოვიდა და თავისთვის მარტო ილოცა. მოგვიანებით ჩვენ იბნ 'აბბასს შევხვდით და მოვახსენეთ მას მომხდარი. მან გვითხრა:

أَصَابَ السُّنَّةَ

ის სუნნას მიჰყვება. (აბუ დავუდი 1071)

5. აბუ უბაიდი გადმოსცემს: უმარ ბინ ხატტაბის განთავისუფლებული მონა იბნ აზარი დაესწრო უმარ ბინ ხატტაბთან ერთად ყურბან ბაირამის ლოცვას. უმარმა, ვიდრე ხუტბას წაიკითხავდა ორი მუხლი ილოცა, შემდეგ ხუტბა წაიკითხა და მიმართა ხალხს:

يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّ رَسُولَ اللَّهِ صلى الله عليه وسلم قَدْ نَهَاكُمْ عَنْ صِيَامِ هَذَيْنِ الْعِيدَيْنِ،

ჰეი ხალხო! ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აგიკრძალათ ორი ბაირამის დღეს მარხვა. (ბუხარი 5571)

ამ ჰადისს აქვს გაგრძელება 5572 ნომრით.

يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّ هَذَا يَوْمٌ قَدِ اجْتَمَعَ لَكُمْ فِيهِ عِيدَانِ، فَمَنْ أَحَبَّ أَنْ يَنْتَظِرَ الْجُمُعَةَ مِنْ أَهْلِ الْعَوَالِي فَلْيَنْتَظِرْ، وَمَنْ أَحَبَّ أَنْ يَرْجِعَ فَقَدْ أَذِنْتُ لَهُ‏.‏

ჰეი ხალხო! ამ დღეს არის ორი ბაირამი. ვინც მოშორებით ცხოვრობს და სურს დაელოდოს ჯუმას, მაშინ დაელოდოს, და ვისაც სურს სახლში დაბრუნება, მისთვის ნებაა მიცემული. (ბუხარი 5572)

ზემოთ მოყვანილი ჰადისებიდან ჩანს, რომ თუ ბაირამი და ჯუმა ერთ დღეს დაემთხვევა, ადამიანს, რომელმაც უკვე შეასრულა ბაირამის ლოცვა, ეძლევა ნებართვა, არ დაესწროს ჯუმას. ეს არის შეღავათი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შორიდან მოდის ან უჭირს ხელმეორედ შეკრებაზე მოსვლა.

თუმცა ამავე დროს ჰადისებში ნათლად ჩანს, რომ ჯუმის ვალდებულება სრულად არ უქმდება. მაგალითად, თავად შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობს: „ჩვენ ვასრულებთ ჯუმას., რაც ნიშნავს, რომ ჯუმა მაინც ილოცება, ვისაც სურს დასწრება.

ალლაჰმა უკეთ იცის.